მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები შეუძლებელია" - ილია მეორე
0:46 AM
"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები შეუძლებელია" - ილია მეორე











 

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 10 წლის შვილთან ნიკოლაი ლუკაშენკოსთან ერთად საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა.

შეხვედრისას პატრიარქმა სხვა საკითხებთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ნორმალური ურთიერთობები ჩვენსა და რუსეთს შორის.

„აფხაზეთი და ცხინვალი ეს გახსნილი იარებია საქართველოს სხეულზე და საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის გულზე. ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ამის გარეშე შეუძლებელია იყოს ნორმალური ურთიერთობები ჩვენსა და რუსეთს შორის. მიმჩნია, რომ თქვენი ვიზიტი მშვიდობის მომასწავებელია, რომელიც დადებით შედეგებს მოგვიტანს“, - აღნიშნა პატრიარქმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.

ნანახია: 281 | დაამატა: tedorionidze79 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar