მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » საბურთალოზე დაერგისტრირებული ფერმერები „აგრობარათებს“ მიიღებენ
1:00 AM
საბურთალოზე დაერგისტრირებული ფერმერები „აგრობარათებს“ მიიღებენ
















საბურთალოს რაიონის გამგეობამ მის ტერიტორიულ საზღვრებში არსებულ სოფლებში მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერებისათვის აგრობარათების დარიგება დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში აგრობარათით 1700-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს და ყოველი მათგანი საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის მიხედვით დადგენილი ქულების შესაბამისად, მიწის სამუშაოების დაფინანსებას მიიღებს.

„აგრობარათი“ არის საბანკო ბარათი, რომლის აღებაც პროექტის მოსარგებლეებს შეუძლიათ „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში. „აგრო ბარათზე“ ჩაირიცხება პროექტის ფარგლებში მოსარგებლისთვის განკუთვნილი სარგებლის ღირებულების შესაბამისი ქულები (1 ლარი - 1 ქულა) აგრობარათზე დარიცხული ქულების მეშვეობით მოსარგებლეს შეუძლია მხოლოდ სასოფლო­ სამეურნეო დანიშნულების საქონლის (სასუქი, სათესლე მასალა, სანერგე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები) შეძენა მომწოდებლებისგან.

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მოქალაქეებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ:

ნანახია: 368 | დაამატა: tedorionidze79 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar