მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » ”მინდა ბევრჯერ გავიგონო: " ხოო, დედა! ”... ამას მაშინ გაიგებთ, როცა მე აღარ გეყოლებით...” - ბელა ალანია
0:44 AM
”მინდა ბევრჯერ გავიგონო: " ხოო, დედა! ”... ამას მაშინ გაიგებთ, როცა მე აღარ გეყოლებით...” - ბელა ალანია




























ბელა ალანია შვილების და დედის ურთიერთობის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს:
”_ ბექაა! _ ხოო, დედა, _ მპასუხობს ჩემი ვაჟი თავისი ოთახიდან და თავი კომპიუტერში აქვს ჩარგული 
_ დაკოო! 
_ გისმენ , დედა, _ მპასუხოს ჩემი ქალა და გამოცდისთვის ემზადება.
_ ბექაა!- ცოტა ხნის შემდეგ ისევ ვეძახი ბექას და ველოდები მის პასუხს, რომელიც არ აყოვნებს 
_ რა იყო, დედა , რამე გინდა? 
_ დაკოო! 
_ მოვიდე, დე?_ ისევ მპასუხობს დაკო.
_ არაფერი მინდა დაკო! 
_არაფერი, ბექა!, _ ვპასუხობ 
_ თუ არაფერი, რატომღა გვეძახი? _ აშკარად არ მოსწონთ, რომ ვაწუხებ დროგამოშვებით. 
არაფერს ვამბობ. არადა, როგორ მინდა ხმამაღლა ვუთხრა:
_ უბრალოდ, მიხარია, როცა მპასუხობთ; მიხარია, როცა თქვენი ხმა მესმის; როცა სახლში მეგულებით; როცა მინდა, რომ კომპიუტერს მოგწყვიტოთ და თავი შეგახსენოთ; 
როცა მინდა, ბევრჯერ, ბევრჯერ გავიგონო: " ხოო, დედა! დიახ, დედა! რა იყო, დე?, მოვდივარ, დეო!...რა მოხდა დედი? გჭირდები დედიკო.? 
რატომ გეძახით? ამას მაშინ გაიგებთ, როცა შვილები გეყოლებათ. ან მაშინ, როცა მე აღარ გეყოლებით .(რა თქმა უნდა მრავალი წლის შემდეგ)”- წერს ”ლეიბორისტების” ლიდერის მეუღლე.

ნანახია: 268 | დაამატა: tedorionidze79 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar