მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » ხარძიანის მკვლელი ცნობილია - ჩეჩნური წარმოშობის უკრაინელმა ქილერმა ქვეყანა უკვე დატოვა
0:57 AM
ხარძიანის მკვლელი ცნობილია - ჩეჩნური წარმოშობის უკრაინელმა ქილერმა ქვეყანა უკვე დატოვა



















 

„კურიერის“ ინფორმაციით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ მკვლელის ვინაობა დაადგინა.

ცნობილია, რომ ის ჩეჩნური წარმოშობის უკრაინის მოქალაქეა.

მკვლელობის შემდეგ კი სავარაუდო ქილერმა ერთ საათში საზღვარი აეროპორტიდან დატოვა და მოსკოვის მიმართულებით გაემგზავრა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე დღეს სკანდალური განცხადება გააკეთეს გარდაცვლილის შვილებმა.

მათი თქმით, ბიზნესმენის მკვლელობა მისმა მეორე მეუღლემ ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა.

 

„შევდივართ ბებიაჩემთან, სადაც კამათობენ მამიდაჩემი მაია ხარძიანი და ბებიაჩემი. შევდივართ და გევუბნევიან რომ ქონებაზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ. გვითხრეს რომ ჩენ ყველას დაგვხოცავდნენ და დარჩება მთლიანი ქონება ეკა ნონიკაშვილს. ამ დროს მაია ხარძიანი გამოეპასუხა - დედა დაწყნარდი, დავკრძალოთ ბესო და თუ ეკა ნონიკაშვილი არ იტყვის სიმართლეს მე ვიტყვი ორ დღეში. მაინტერესებს რა სიმართლე იცის მაია ხარძიანმა ეკა ნონიკაშვილზე. გამოვიდეს და თქვას. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მამაჩემი ეკა ნონიკაშვილმა დააჭერინა და მისი გარდაცვალება ნონიკაშვილმა დაუკვეთა", - განაცხადა მიხეილ ხარძიანმა, რომელიც გარდაცვლილს პირველი მეუღლისგან ჰყავს.

ნანახია: 332 | დაამატა: tedorionidze79 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar