მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » ISIS-ის გავანადგურებთ - "ბასაჯი" ტერორისტული დაჯგუფების განადგურების პირობას დებს
1:02 AM
ISIS-ის გავანადგურებთ - "ბასაჯი" ტერორისტული დაჯგუფების განადგურების პირობას დებს
















 

„ბასაჯი“ - ირანელი პოლიციელებისაგან შემდგარი ჯგუფია, რომლის მისიას ქვეყანაში ისლამური წესრიგის დამყარება წარმოადგენს.

„ჩვენ ყველანი მზად ვართ წავიდეთ და „ისლამური სახელმწიფო“ მთლიანად გავანადგუროთ“- განაცხადა „ბასაჯის“ მეთაურმა.

„ბასაჯის“ მებრძოლები ISIS-ის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი იმამის ბრძანებისთანავე, ბოევიკების გასანადგურებლად ყველაფერს გააკეთებენ.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას, ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური, გენერალი ქასემ სულეიმანიც უჭერს მხარს.

ირანის ოფიციალური პირები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ISIS-სთან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია გააჩნიათ, აცხადებენ ამ კუთხით აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი აქვთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ნდობის ხარისხი საერთოდ არ არსებობს.

„ვისურვებდით, აშშ-მ თავისი რიტორიკა შეცვალოს, რათა ჩვენს ერს ამერიკელი სამხედროების მიმართ ნდობა გაუჩნდეს“ - განაცხადა ირანის სახმელეთო ძალების მეთაურმა.

ირანელი ლიდერების განცხადებით, საჰაერო დარტყმები, რომლებსაც აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად ახორციელებს, არაეფექტურია.

ნანახია: 359 | დაამატა: tedorionidze79 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar