მთავარი » 2015 » აპრილი » 23 » გინდა დაანებო მოწევას თავი? არ იცი როგორ? დაგეხმარებით...!
10:26 PM
გინდა დაანებო მოწევას თავი? არ იცი როგორ? დაგეხმარებით...!















ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ დაანებონ თავი სიგარეტს. მწეველები ამ მავნე ჩვევისგან თავის დასაღწევად სხვადასხვა უჩვეულო მეთოდს მიმართავენ. გთავაზობთ ათ ყველაზე ორიგინალურ მეთოდს, რომელიც მწეველებს სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაეხმარათ.
მეათე ადგილს იკავებს ამერიკელი მწეველი, რომელმაც მოწევის სურვილი ჩვეულებრივი წყლით დაამარცხა. ყოველთვის, როდესაც მას მოწევა სურდა, ერთ ჭიქა წყალს სვამდა. შედეგად მან ერთი თვის განმავლობაში 150 ლიტრი წყალი დალია. მწეველის ორგანიზმი იმ ტოქსინებისგან გაიწმინდა, რომელიც წლების განმავლობაში მოწევის შედეგად იყო დაგროვილი.
მეცხრე ადგილი დაიკავა სტუდენტმა ინგლისიდან, რომელმაც სიგარეტის ნაცვლად ხელში სახტუნაო აიღო. მისი ამოცანა იყო მანამდე ეხტუნავა, სანამ მოწევის სურვილი არ გაუქრებოდა. გოგონამ, ამ უჩვეულო მეთოდით თავი არამარტო მოწევას დაანება, არამედ სპორტითაც დაკავდა და მშვენიერი ფიგურა დაიყენა.
რეიტინგში მერვე ადგილი რუსმა სტუდენტმა დაიკავა. გოგონა ორი კვირის განმავლობაში მოწევის ნაცვლად გაუჩერებლად ღეჭავდა საღეჭ რეზინას და საბოლოოდ დაანება თავი მოწევას. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სიგარეტის მოწევა მხოლოდ ორი წლის დაწყებული ჰქონდა.
მეშვიდე ადგილი ტკბილეულის მოყვარულმა გოგონამ დაიკავა. მას სიგარეტის წინააღმდეგ ბრძოლაში უბრალო ჩუპა-ჩუპსი დაეხმარა. მოწევის სურვილს გოგონა ჩუპა-ჩუპსით იკლავდა.
მეექვსე ადგილი დაიკავა ერთმა უცნაურმა მამაკაცმა, რომელიც მავნე ჩვევის 30 წლიან სტაჟს ითვლიდა. სიგარეტის ღერს მაკრატლით ნელ-ენლა ამოკლებდა, სანამ საბოლოოდ კოლოფში მხოლოდ ფილტრები არ დარჩა.
მეხუთე ადგილი დაიკავა უკრაინელმა მწეველმა, რომელიც როდესაც მოსაწევად გადიოდა, სიგარეტის მოწევის ნაცვლად მას უბრალოდ ჭამდა...
მეოთხე ადგილი დაიკავა ფინანსურად კარგად უზრუნველყოფილმა ადამიანმა. როდესაც მოწევა უნდებოდა, ერთ კოლოფს ყიდულობდა და გაუხსნელს უახლოეს ურნაში აგდებდა. ალბათ ეს მეთოდი იმ შემთხვევაში გაამართლებს, როდესაც სიგარეტში გადახდილი თანხა დაგენანებათ ან უბრალოდ მოგბეზრდებათ საყიდლად წასვლა.
მესამე ადგილი დაიკავა, ორიგინალურმა ქალბატონმა. სიგარეტს ცეცხლს ფილტრის მხარიდან უკიდებდა და ისე ეწეოდა. არსებობს მოსაზრება, რომ ასე მოწევა სიგარეტის მოწევის სურვილს მინიმუმ სამი დღე აკარგვინებს ადამიანს.
მეორე ადგილი დამსახურებულად ეკუთვნის ინგლისელ ბანკირს. ის ერთი თვე ებრძოდა სიგარეტის მოწევის სურვილს დაუსახლებელ კუნძულზე. თან განმარტოებისთვის ტროპიკული კი არა ცივი შოტლანდიური კუნძული აირჩია.
პირველი ადგილი დაუფიქრებლად მიენიჭა ამერიკელ ქალბატონს ჯოდი პერკინს, რომელმაც ''თავის დასასჯელად'' საკანში მშობიარობა მოითხოვა. ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოწევისთვის თავის დანებების უამრავი გზა უშედეგოდ გაიარა. მისი მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია. მაგრამ სპეციალისტებმა სიგარეტისთვის თავის დანებების ალტერნატიული გზები შესთავაზეს.
მოკლედ, სიგარეტისთვის თავის დანებების ბევრი გზა არსებობს. მთავარია, სურვილი გქონდეთ 

ნანახია: 357 | დაამატა: tedorionidze79 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar