მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » ჩვენი ბუნებრივი სივრცე არის ევროპა და არა საბჭოთა კავშირი - ხიდაშელი ლუკაშენკოს განცხადებაზე
0:52 AM
ჩვენი ბუნებრივი სივრცე არის ევროპა და არა საბჭოთა კავშირი - ხიდაშელი ლუკაშენკოს განცხადებაზე














 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ბელორუსიის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც ლუკაშენკომ საქართველოს მხარეს - რუსეთთან და ბელორუსთან ერთად, ერთ ოჯახში ცხოვრებისკენ მოუწოდა.

დეპუტატის თქმით, საქართველოსთვის ის ოჯახი, რომელშიც ის უნდა დაბრუნდეს, არის ევროპა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბელორუსიის არჩევანიც არ არის, რომ რუსეთთან ერთად ერთ ოჯახში იცხოვროს. ყოველ შემთხვევაში აქამდე მსგავსი არაფერი მომისმენია ბელორუსიის მხრიდან. რაც შეეხება საქართველოს არჩევანს, ამ არჩევანს, ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხი აკეთებს და იღებს გადაწყვეტიებებს. გადაწყვეტილება კი დიდი ხანია მიღებულია ჩვენს ბუნებრივ სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩვენი ბუნებრივი სივრცე არის ევროპა და არა საბჭოთა კავშირი“, - აცხადებს ხიდაშელი.

ნანახია: 280 | დაამატა: tedorionidze79 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar