მთავარი » 2015 » აპრილი » 24 » ,,არ ვარ ნამყოფი საქართველოში, გარდა სოხუმისა"-ლუკაშენკო
0:49 AM
,,არ ვარ ნამყოფი საქართველოში, გარდა სოხუმისა"-ლუკაშენკო


















ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებით, ის საქართველოში არსად არაა ნამყოფი, სოხუმის გარდა. ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა, მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტმა მას საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძვირფასო გიორგი, ჩვენ ადრეც უნდა შევხვედროდით ამ ლეგენდარულ ქალაქსა და ქვეყანაში. ჩემდა სამარცხვინოდ, მე არ ვარ ნამყოფი თბილისში, ფაქტობრივად არც სხვაგან საქართველოში, გარდა სოხუმისა. როგორც ისტორიკოსს ბევრი რამ მაქვს წაკითხული საქართველოზე, ბევრი რამ ვიცი და ვფიქრობ, რომ ეს ლეგენდარული ქვეყანაა", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო საქართველოს გუშინ ეწვია. პრეზიდენტის გარდა ის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება. ბელაურის პრეზიდენტი ილია მეორესთანაც გეგმავს შეხვედრას.

ნანახია: 285 | დაამატა: tedorionidze79 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar